თლუღის საჯარო სკოლაში ჭადრაკის ჩემპიონატზე მოსწავლეები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ
26-04-2018
თლუღის საჯარო სკოლაში ექვსი მოსწავლე სწავლობს, რომელთა შორის ჭადრაკში შიდა სასკოლო ჩემპიონატი  ჩატარდა.

ღონისძიების ჩატარებას პედაგოგები შალვა ბიბილაშვილი და ლონდა კობახიძე ხელმძღვანელობდნენ. 

მოსწავლეები დიდი აქტიურობითა და მონდომებით ჩაერთვნენ ღონისძიებაში.
 
ჩემპიონატში გამარჯვება და პირველი ხარისხის სიგელი მე-9 კლასის მოსწავლემ გუბაზ ჩიხრაძემ მოიპოვა. 

მეორე ხარისხის დიპლომი შალვა კობახიძემ (მე-7 კლასი) მიიღო, ხოლო მესამე ხარისხის დიპლომი - მირიან ცაგურიშვილმა (მე-7 კლასი).

აკაკი ჭიჭინაძე (მე-7კლასი) და მათე ხვედელიძე (მე-5 კლასი) სიგელებით დაჯილდოვდნენ.
 
ღონისძიებაში მოხალისედ მონაწილეობდა პირველი კლასის მოსწვლე გაბრიელ კობახიძე, რომელმაც ჭადრაკის თამაშის ძალიან კარგი უნარი გამოამჟღავნა და ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საპატიო სიგელი მიიღო. 

მოსწავლეები დიპლომებით და სიგელებით სკოლის დირექტორმა მარინა გოცირიძემ დააჯილდოვა.
 
იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203