რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეში“ ღონისძიება ჩატარდა, რომელიც გაზაფხულს მიეძღვნა.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა თემატური ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება შთამბეჭდავი გამოვიდა.
„მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და დაკისრებულ მოვალეობას საუკეთესოდ გაართვეს თავი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები