თუ ელექტრონულ ჟურნალში კლასი წითელ ჩარჩოში ექცევა... - განმარტება მასწავლებლებისთვის
ელექტრონულ ჟურნალში პედაგოგებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ, როგორც კონკრეტულ მოსწავლეზე ისე, მთლიანად კლასის შესახებ. გარკვეულ შემთხვევაში ჟურნალში შესაძლოა კლასი წითელ ჩარჩოში იყოს ჩასმული - აღნიშულთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სააგენტო განმარტებას აკეთებს პედაგოგებისთვის.
კლასი წითელ ჩარჩოში ექცევა იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მოსწავლეს უფიქსირდება 30% -ზე მეტი გაცდენა.
თავის მხრივ, აღნიშნული რაოდენობის (საგანში 30% -ზე მეტი გაცდენა ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება მოუწევს.