„არა ბარბარიზმებს“- ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ბარბარიზმებს ბრძოლა გამოუცხადეს
26-04-2018
„არა ბარბარიზმებს, იცოცხლე და ისწავლე“ - ამ სლოგანით აღნიშნეს ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის კვირეული.
 
ღონისძიების მონაწილეებმა ქართულ ენას პატივი მიაგეს. მათი განცხადებით, ამაყები არიან, რომ ეს ულამაზესი და უძველესი დამწერლობა  მათი მშობლიური ენაა.

სკოლის მოსწავლეებმა  ბარბარიზმების გამოყენებაზე უარი თქვეს და ყველას მოუწოდეს, რომ ენის დაცვა საკუთარ ვალად ექციათ. 

სკოლის დირექციის ცნობით, ღონისძიება მრავალფეროვანი იყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203