ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი წარმატებით ჩატარდა
26-04-2018
ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.
I-IV კლასებში საუკეთესო მკითხველის გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა. III-VI და VII-XI კლასებში კი ნორჩ დეკლამატორთა (ლექსების და ნოველების მხატვრულად კითხვა) კონკურსი გაიმართა.
მოსწავლეებს ესეს - „ჩემი ენა ქართული“ დაწერა და ამავე თემაზე კედლის გაზეთების შექმნა დაევალათ. შეჯიბრში V-დან XI კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ. პედაგიგებმა ნამუშევრები განიხილეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.
კვირეულის ფარგლებში ასევე ყველა კლასში სადამრიგებლო საათი - „გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქართულ ენას“ ჩატარდა.
კვირეული გაერთიანებული ღონისძიებით დაგივირგვინდა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ლიტერატურული კომპოზიცია „ო, ენავ ჩემო..“ წარუდგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მოსწავლემ მარიამ საყვარელიძემ რეგიონული ესეების კონკურსში თემით - „დედა ენა ქართული“ პირველი ადგილი მოიპოვა. მარიამის პედაგოგი კარინე დევნოზაშვილია. იხილეთ ფოტოები