კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკოტურისტულ პრინციპებსა და მის სახეობებს გაეცნენ
26-04-2018
კალის საჯარო სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეები პროექტში „აღმოაჩინე საქართველო“ მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში 15 თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა.
კურსს ინგლისური ენის პედაგოგი ლანა დვალიშვილი უძღვებოდა.
კურსის მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკო და სატყეო ტურისტული პროდუქტების განვითარების გზით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეების გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობა.
მოსწავლეები გაეცნენ ეკოტურიზმის უმთავრეს პრინციპებს, დაეუფლნენ მათ გარშემო არსებული ბუნებრივი და კულტურულ-ტურისტული რესურსების თანამედროვე კვლევისა და შეფასების უნარებს, ტოპოგრაფიული და ელექტრონული რუკების გამოყენების ხერხებს, ბუნებრივი და კულტურული რესურსების მნიშვნელობას, ეკოტურისტულ პრინციპებს და მის სახეობებს.
მათ თავად დაგეგმეს და უშუალოდ გამოიკვლიეს ეკოტურისტული მარშრუტი, რომელიც საბოლოოდ მდგრადი ტურისტული პროდუქტის სახით წარმოადგინეს.