„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
26-04-2018
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეების შთაგონების წყარო ლოზუნგი -„დედამიწა ჩვენი სახლია“ გახდა. 

მოზარდებმა, პედაგოგების ლელა მანჯავიძის და ეკა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და გადაწყვიტეს, რომ, არა მხოლოდ 22 აპრილს, არამედ პერმანენტულად განახორციელონ მსგავსი ღონისძიებები.

„ამ დღეს, მსოფლიო მასშტაბით, ადამიანები ცდილობენ ,თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობა შეასრულონ, დაასუფთაონ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ. ჩვენი სკოლაც შეუერთდა გარემოსდაცვით ღონისძიებებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203