რცხმელურის საჯარო სკოლის წარმატებული ნაბიჯი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პროექტში
26-04-2018
რცხმელურის საჯარო სკოლამ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პროექტში მონაწილეობა მიიღო.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს მათთვის დიდი გამოწვევა იყო.
  
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ყველაზე მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსია, რომელშიც ამ ეტაპზე 700-ზე მეტი საჯარო თუ კერძო სკოლა იყო ჩართული.  პრემია ორი ტურისგან  შედგებოდა. რცხმელურის სკოლა ნახევარფინალში მე-14  ადგილზე 128  სკოლასთან ერთად მოხვდა, ხოლო ფინალში უკვე 29 სკოლას შორის მოიპოვა ადგილი. 

პროექტის დასკვნითი ნაწილი  პარლამენტში ჩატარდა, სადაც სკოლის მიერ წარმოდგენილმა ეკოსპიკერმა დიდი მოწონება დაიმსახურა. რცხმელურის სკოლამ საპრიზო ადგილი არა, მაგრამ უამრავი საჩუქარი და საზაფხულო ბანაკში ერთკვირიანი დასვენების საგზური  მიიღო.
   
სკოლის დირექცია  CENN-ს ამ პროექტისათვის და იმ დიდი შთაბეჭდილებისათვის, რომელიც რცხმელურის საჯარო სკოლის ბავშვებმა ნახევარფინალურ და ფინალურ ტურებზე განიცადეს, მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203