ახმეტის კუტურის ცენტის ორგანიზებით, სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლმუზეუმში ლექსების კონკურსი - ,,ვინ მეტი ლექსი იცის რაფიელ ერისთავის შემოქმედებიდან“ გაიმართა.
ლექსების კონკურსში ქისტაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულებს წიგნები და სიგელები გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდები შეჯიბრში ხალისით ჩაერთვნენ.