მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში
26-04-2018
მინაძის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების მიერ ორგანიზებულ კონკურსში _ „ ნორჩი ხელოვანი“,  მონაწილეობა მიიღეს.
 
მოსწავლეებმა  სხვადასხვა მასალისაგან შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს, რომელთა შორისაც საპრიზო მეორე ადგილი სალომე და ბარბარე ზედგინიძეების მიერ თიხისაგან შექმნილმა ორიგინალურმა ნამუშევარმა მოიპოვა.
 
ახალციხის მერიამ წარმატებული ნორჩი ხელოვანები სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, ასევე სკოლას სახელოვნებო კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობის სიგელი გადაეცა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203