9 ნიშანი, რომელიც შესაძლოა ბავშვის აუტისტურ სპექტრზე მიუთითებდეს - 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა
02-04-2023

დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

9 ნიშანი, რომელიც შესაძლოა ბავშვის აუტისტურ სპექტრზე მიუთითებდეს:

1. ბავშვი არ რეაგირებს თავის სახელზე 12 თვემდე;

2. 14 თვემდე არ მიგითითებთ და გაჩვენებთ საგნებს, რომლებიც შეიძლება მის ინტერესს იწვევდნენ;

3. არ ლაპარაკობს 2 წლამდე;

4. გაურბის თვალებით კონტაქტს;

5. სიტყვებს ან ფრაზებს გამუდმებით იმეორებს ისე, რომ ამით ადამიანებს არ მიმართავს;

6. არ იძლევა ხელში აყვანის, ჩახუტების ან კოცნის უფლებას - არც მშობლებთან, არც სხვა ადამიანებთან;

7. ბრაზდება მცირეოდენ და მოულოდნელ ცვლილებაზე, მაგალითად როდესაც უფროსი მის თამაშში ჩართვას ცდილობს;

8. ურჩევნია მარტოობა, არ ავლენს სხვა ბავშვებთან თამაშის ინტერესს;

9. ხშირად აკეთებს განმეორებად ქმედებებს, დიდხანს უყურებს ერთსა და იმავე საგანს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203