ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის პროფესორის საინტერესო ლექცია მოისმინეს
03-04-2023
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები საინტერესო შეხვედრებსა და ღონისძიებებს ესწრებიან.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან: რუსუდან თოიძესა და ქეთევან ქაჯაიასთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, უნივერსიტეტში ისინი ცნობილ მეცნიერს, პროფესორ თინა შიოშვილს შეხვდნენ.

„ქალბატონმა თინამ ახალგაზრდებთან უაღრესად საინტერესოდ და დასამახსოვრებლად  ისაუბრა თემაზე - „წყლის კულტი ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეები აღნიშნულ საკითხზე საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

შეხვედრა საინტერესო გარემოში წარიმართა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს.

მსგავსი შეხვედრები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...