13 წლის მოსწავლესთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ნათესავი დააკავეს, რომელიც დაზარალებულის სახლში ცხოვრობდა
03-04-2023
კახეთში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ბებია ზრდიდა, მათთან ერთად ცხოვრობდა მათი 25 წლის ნათესავიც.

მომხდარი მას შემდეგ გაიგეს, რაც გოგონა სახლიდან გაუჩინარდა და ოჯახმა პოლიციას აცნობა.

ისინი აცხადებენ, რომ დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, საქმეში ჩართულები არიან ფსიქოლოგებიც. ოჯახი სწორედ ექსპერტიზის შედეგებს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203