დაშბაშის საჯარო სკოლაში არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენის პოპულარიზაციისთვის „ლექსები ქართულად“ ჩატარდა
26-04-2018
დაშბაშის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება - „ლექსები ქართულად“ ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის შესახებ ქართველი პოეტების დაწერილი ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენის პოპულარიზაციას და ასევე სომეხი ეროვნების სკოლის მოსწავლეებში ქართული ენისა და კულტურისადმი ინტერესის გაზრდასა და ქართულ ენაზე ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავებას.