თბილისის N108 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდა
26-04-2018
თბილისის N108 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. ღონისძიების სახელი იყო - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
 
კერძოდ, სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები დედამიწის დღის აღნიშვნას სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდნენ:

1. მინი ლექციები; 
2. ფილმები ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე; 
3. მუსიკალური კომპოზიციები; 
4. კედლის გაზეთებისა და მაკეტების კონკურსი; 
5. ესსეს შექმნა ეკოლოგიურ თემებზე; 
6. საინფორმაციო ფლაერების ბეჭდვა და დარიგება თემში; 
7. სამოქალაქო კლუბ ,,მაინდერების" სხვადასხვა აქტივობა; 
8. სკოლის ეზო-გარემოს დასუფთავება; 
9. „დარგე ხე, დარგე სიცოცხლე“ -  სკოლის ეზოს გამწვანება.

ამ დღეს მსოფლიოს 176 ქვეყანაში სხვადასხვა ორგანიზაციები  აღნიშნავენ. მილიონობით მოხალისე გარემოს დაცვის მიზნით მონაწილეობს ისეთ აქციებში, როგორიცაა:  ბაღების და სკვერების გამწვანება, დასუფთავება და სხვ. ამ დროს ადამიანები ცდილობენ  ელექტროენერგია დაზოგონ. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203