პროექტში ჩართულია 4000-ზე მეტი გადამზადებული პედაგოგი - რა რესურსები გადაეცემა სკოლებს
03-04-2023

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ 2022-2023 სასწავლო წლისთვის შეისყიდა სადემონსტრაციო ჭადრაკის დაფის 4 000 კომპლექტი, ღირებულებით 521,640 ლარი.

2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად სწავლობენ. სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, პროექტში ჩართულია 4000-ზე მეტი გადამზადებული პედაგოგი, რომლებიც სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილებს ატარებენ. ასევე , მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებშია ჩატვირთული.

ჭადრაკის სწავლება დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა, და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების ემსახურება. ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს სკოლების შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203