კორბოულის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის მოწოდება ხალხს
26-04-2018

კორბოულის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოაწყვეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა სკოლიდან კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრამდე მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და წინასწარ დამზადებული ბუკლეტებით ხალხს ბუნების მოფრთხილსბისკენ მოუწოდეს - „დედამიწა ჩვენი სახლია“. 

დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203