ხშირად მასწავლებლები, განსაკუთრებით კი დამწყებები, კლასში სიახლის დანერგვას, ახლის ცდას თავს არიდებენ. მაგალითად, მოსწავლეებს ჯგუფურ სამუშაოს არ სთავაზობს, რადგან ეს მეტ თავისუფლებასა და მათი აზრით, კლასზე კონტროლის დაკარგვას შეიძლება ნიშნავდეს. ისინი შიშობენ, რომ პროცესებს სწორად ვერ წარმართავენ და კლასში მდგომარეობა დაწესებულ ჩარჩოებს გასცდება.
ამ შიშითან გასამკლავლებლად, აქტივობები კარგად გაწერეთ, დაფაზე ჩამოწერეთ, რას რამდენი დრო უნდა დაუთმონ, შემდეგ საკითხზე როდის უნდა გადავიდნენ და დროის მენეჯმენტს დიდი ყურადღება მიაქციეთ. ასევე, ერთგვარი საკლასო რუტინა ჩამოაყალიბეთ.
მასწავლებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში სწორედ ესაა. ისინი ფიქრობენ, რომ თუ რამე მცირე შეცდომას დაუშვებენ ან სულაც უმიზეზოდ, მოსწავლეების მხრიდან უპატივცემულობას მიიღებენ. ეს კი პედაგოგების თავდაჯერებულობაზე პირდაპირ აისახება, ისინი, შეიძლება ითქვას, რომ დამფრთხლები არიან და ყოველ გადაწყვეტლებას ეჭვქვეშ აყენებენ.
გამოსავალი - მოსწავლეები უკეთ გაიცანით, მათთან ახალ-ახალი მიდგომები გამოიყენეთ. ასევე, აღნიშნეთ, რომ ბულინგს ძალიან ეწინააღმდეგებით და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კუთხით, აქტივობები დაგეგმეთ.
მასწავლებლები მოსწავლეებზე ნამდვილად ზუნავენ, მათი მომავალი აღელვებთ და ცდილობენ, რომ სრულფასოვანი ცოდნა შესძინონ. თუ თქვენ ისეთი პედაგოგი ხართ, რომელსაც ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, მაშინ შეიძლება ხშირად გიპყრობდეთ შიში, რომ მოსწავლეებისთვის საკმარისს არ აკეთებთ. ასეთ მასწავლებლებს დანაშაულის გრძნობა ტანჯავთ, ფიქრობენ, რომ გარკვეულ მომენტში მეტის გაკეთება შეეძლოთ და შესაძლებლობა სწორად ვერ გამოიყენეს. ეს შიში შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პედაგოგს დიდი გაკვეთილის დასაგეგმად საკმარისო დრო არ ჰქონდეს ან მოსწავლეების ტესტირების ცუდი შედეგით.
ამ შიშის დასაძლევად, დარწმუნდით, რომ გაკვეთილის ჩასატარებლად ყველა შესაბამისი უნარი გაქვთ, ეს საკუთარ თავს გაუმეორეთ. მოსწავლეებს მოსალოდნელ ტესტირებაზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდეთ და სთხოვეთ, აუცილებლად გითხრან თუ რაიმე საკითხი ვერ გაიგეს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ, მოსწავლეების ცხოვრებას სხვა უმარავი დეტალი განსაზღვრავს და რაიმე თუ ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი, მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობა არაა.
ხშირად მოსწავლეები ელიან, რომ პედაგოგებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ, რაც მათ პროფესიასთანაა დაკავშრებული. ეს კი ასე არ ხდება, რადგან, ფაქტობრივად, შეუძლებელია რაიმე არ დაგავიწყდეს და ყველაფერი იცოდე. მოსწავლეების ასეთი მოლოდინი კი პედაგოგებზე უარყოფითად აისახება, ისინი იძაბებიან და შიშობენ, ვაითუ, რომელიმე კითხვას პასუხი ვერ გასცენ.
შიშის დაძლევა იმის გააზრებითაა შესაძლებელი, რომ ყველაფერი ვერ გეცოდინებათ. ეს მოსწავლეებსაც უნდა დაანახოთ. მაგალითად, თუ რომელიმე უცხო ენის მასწავლებელი ხართ და ვერ გაიხსენეთ კონკრეტული სიტყვა როგორ თარგმნოთ, არ მოერიდოთ და მოსწავლეების თვალწინვე გადაშალეთ ლექსიკონი ან საერთოდაც, მათ ჰკითხეთ, ხომ არ იციან, როგორ ითარგმნება. გარდა ამისა, იმ საკითხებზე იმუშავეთ, რასაც დიდი ხანია არ შეხებიხართ. ასე მეხსიერების გაუმჯობესებაა შესაძლებელი.
მშობლებთან ურთიერთობა შეიძლება ძალიან ცუდად წარიმართოს, ეს მართალია. ისინი იმ ადამიანებს უჭერენ მხარს, ვინც ყველაზე მეტად უყვართ - შვლებს. ამიტომაც, მათი დარწმუნება ძალიან რთულია ხოლმე, შვილებზე საყვედურს ცუდად იღებენ და შესაძლოა პედაგოგი დაადანაშაულონ.
გამოსავლი - ყველაფრისთვის მზად იყავით. გაიაზრეთ, მშობელების ქმედების მოტივი, ეცადეთ გაუგოთ და მჭიდრო კონტაქტი გქონდეთ. მათ ინფორმაცია ხშირად მიაწოდეთ, ასე პრობლემას დასაწყისშივე აღმოფხვრით. „გატეხეთ ყინული“ - გაეცანით, აჩვენეთ, რომ თქვენც ღელავთ და ზრუნავთ მათ შვილებზე. ასევე, უთხარით, რომ, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დაგიკავშირდნენ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლის შიშები ბუნებრივი და გავრცელებულია. მთავარია, პედაგოგებმა მათი კონტროლი და იმის დანახვა ისწავლონ, რომ ყოვლისშემძლეები არ არიან - არის რაღაცები, რასაც ვერ გაუმკლავდებიან და ეს მათი პასუხისმგებლობაც არაა.