„როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა?“-  ზენითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა
04-04-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მშობელების ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად კი, მათთან შეხვედრა თემაზე - „როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა“, გაიმართა. მასწავლებელი მშობლებს გაესაუბრა, მათ საკითხის გარშემო იმსჯელეს, გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს და ერთგვარი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. 

შეხვედრამ მართლაც ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203