ლეღვანის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ლიდერების ტრენინგს დაესწრო
26-04-2018
ლეღვანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „მომავლის თაობის“ ორი წევრი, თამარ შათირიშვილი და გიორგი დევდარიანი, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში ქუთაისში ლიდერების ტრენინგზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები პროექტის რეგიონალურ კოორდინატორს, თეა შელიას და „მომავლის თაობას“ დიდ მადლობას უხდიან.
სკოლის დირექციის ცნობით, ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.