წლებია izrune.ge „ეტალონთან“ ერთად, დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა შეძლო სკოლის-მოსწავლის-მშობლის ერთი მთავარი მიზნის გარშემო გაერთიანება.
მომავალ თაობებზე მზრუნველმა ინოვაციურმა პორტალმა ასიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში ეხმარება.
„იზრუნელობა“ არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ სახალისოც და განათლების პირადი მენეჯერების დამსახურებით, მშობლებმაც ზუსტად იციან, რა საგნებში არიან მათი შვილები ძლიერები, ან რა მხრივ სჭირდებათ დახმარება...
დღეს, izrune.ge-ში ათასობით მოსწავლე ერთხმად აღიარებს, რომ პროფესიონალების მიერ შედგენილი ტესტები თუ საკითხავი ლიტერატურის ჩამონათვალი, ერთ-ერთი ფაქტორია მაღალი აკადემიური მოსწრებისა...
დიახ, იზურნელობა უდავოდ საამაყოა და თავის მხრივ izrune.ge მუდმივად ცდილობს, გაახაროს ერთგული პატარა მეგობრები, ოჯახებთან ერთად.
ამის დასტურია 7 მაისს, ბილტმორში დაგეგმილი ღონისძიება - ცოდნის დიდი დღესასწაული, რომელიც izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრებისთვის მოეწყობა.
ღონისძიება 12:00 სთ-ზე დაიწყება და izrune.ge-ს ინდივიდუალური პაკეტის მოსწავლეებს, საშუალება ექნებათ, ჩაერთონ საგანმანათლებლო აქტივობებში, გაეცნონ izrune.ge-ს სიახლეებსა და გეგმებს, ასევე წარმოადგინონ შემოქმედებითი ნომრები...
იზრუნელებს მართლაც დიდი დღესასწაული ელით, ფოტოგადაღებითა და რა თქმა უნდა, საზეიმო დაჯილდოებით.
შეხვედრას გაუძღვება izrune.ge-სა და „ეტალონის“ პროექტების ავტორი, აკადემიური დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი, რომელიც მოსწავლეებს სპეციალურ დიპლომებს გადასცემს; ბავშვებს კი საშუალება ექნებათ, თავი წარმოაჩინონ ლექსით, სიმღერით, ცეკვით ან წარმოადგინონ საკუთარი ხელით შესრულებული ნახატი.
როგორც შევიტყვეთ, ბავშვები მოუთმენლად ელიან 7 მაისს და ამის შესახებ etaloni.ge-ს ერთ-ერთი იზრუნელის, კალისტრატე სალიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯგალის საჯარო სკოლელის, მარიამ კვარაცხელიას მშობელმა, ზეინაბ ქარდავამ განუცხადა:
„მარიამი დღეებს ითვლის 7 მაისის ღონისძიებამდე... კალენდარში, ყოველდღე ხაზავს რიცხვებს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა და მეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ izrune.ge-მ ძალიან ბევრი რამ მოგვცა. ჩემი მარი მეორეკლასელია, დამოუკიდებლად ამზადებს გაკვეთილებს, ასრულებს izrune.ge-ს ტესტებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროექტში ჩართულ ბავშვებთან აქვს აქტიური კომუნიკაცია. izrune.ge-ს დამსახურებით მარიმ უამრავი მეგობარი შეიძინა... აღარაფერს ვამბობ ჩვენს პირად მენეჯერზე, ელენე საოცარი ადამიანია, და მასთან შეხვედრაც, 7 მაისს მარისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება.
მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, izrune.ge-ს და „ეტალონის“ მთელ გუნდს უამრავ წარმატებას ვუსურვებ, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად“.
ლიზი და ლიკა ლაშხების დედიკომ, სოფო ბორჩხაძემ კი გაგვიმხილა, რომ ლიზი მეოთხე წელია izrune.ge-ს პროექტშია ჩართული, ლიკა კი მხოლოდ მეხუთე თვეა.
„ვერ წარმოიდგენთ, ლიზისთვის რას ნიშნავს ყოველი ხუთშაბათი, - ეს ნამდვილი დღესასწაულია, მე კი შემიძლია ვთქვა, რომ პროექტმა ბავშვს თავდაჯერებულობა, სითამამე შესძინა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დამოუკიდებლად მუშაობას მიაჩვია და თვალსაწიერი გაუფართოვა.
მართალია, ლუკა ჯერ მეხუთე თვეა ჩავრთე პროექტში, მაგრამ უკვე ძალიან გააქტიურდა და უფროს დაიკოს ტესტის გავლისას მორალურ მხარდაჭერას უცხადებს - გვერდიდან არ შორდება. ასე ცდილობს დაეხმაროს, რაც ძალიან მახარებს.
izrune.ge-ში ბავშვების ჩართვა უდავოდ სწორი გადაწყვეტილება იყო... რაც შეეხება 7 მაისის ღონისძიებას, ლიზი განსაკუთრებულად ემზადება, აპირებს, ლექსის თქმას და ასევე, მისალმებასაც ამზადებს. ცოტას ღელავს, ამხელა აუდიტორიის წინაშე რომ უნდა წარდგეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მისი პირადი მენეჯერი, მონიკა და ბატონი გოჩა ყველანაირად გაამხნევებენ“.