„მწვანე საფარი დედამიწის ფილტვებია!“ - ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ კონფერენცია
26-04-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ არსებულმა სასკოლო კლუბებმა „მკვლევარები” და „ბიო“  დედამიწის დღესთან დაკავშირებით თემაზე „დედამიწა ჩემი სახლია“ კონფერენცია მოაწყვეს.

პროექტის ლოზუნგი იყო - „მწვანე საფარი დედამიწის ფილტვებია!“.

კონფრენციის დასასრულს კლუბის წევრებმა საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით  საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოაწყვეს.

 მათ, ასევე, რამდენიმე მრავალწლოვანი მცენარე დარგეს, რომლის მოვლაზე პასუხისმგებლობაც თავად აიღეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203