ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა გამოფენა გამართეს
26-04-2018
მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში გამოფენა-კონკურსი თემაზე: „ჩემი სამყარო“ გაიმართა. 

გამოფენა-კონკურსში V,VI,VII და VIII კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები, როგორიცაა: ნატურმოტი, აბსტრაქცია, კუბიზმი და ფოვიზმი, ასევე, აპლიკაციებიც და დეკუპაჟი. 

ჟიურიმ გამარჯვებული სამ კატეგორიაში გამოავლინა:

პირველი ადგილი -  საბა ძაგნიძე (ნატურმოტი)
მეორე ადგილი - გიგი ჯაიანი (პეიზაჟი)
მესამე ადგილი - ლანა ბიბინიძე (აბსტრაქცია)

სკოლის დირექტორმა რომან ჯაიანმა კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს თასი გადასცა, ხოლო სიგელებით დააჯილდოვა ნომინაციაში „საუკეთესო ნახატი“ გამარჯვებულები.

ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, ხელოვნების პედაგოგს, ნანა ჩირგაძეს და მონაწილეებს მრავალმხრივი და საინტერესო გამოფენისათვის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203