შეფასებისა და გამიცდების ეროვნულმა ცენტრმა, საგნისა და სპეცმასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ეროვნულებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა, 45 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა - რა უნდა გაითვალისწინოთროგორც ცნობილია, მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა; ხოლო სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე - 2 500-მდე გამოსაცდელი.
მასწავლებლის საგნის, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყო. ამ გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა 3 აპრილის 18:00 საათზე ამოიწურა. პროფესიული უნარების გამოცდისა (წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის კი რეგისტრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.