ქვემო ქედის საჯარო სკოლაში ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს
26-04-2018
ქვემო ქედის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს. ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგნელის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების გამონათქვამები წაიკითხეს, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
„ღონისძიება შინაარსიანი და საინტერესო იყო. მაღალი იყო სასკოლო საზოგადოების ჩართულობა, აქტიურად მონაწილეობდნენ სსსმ მოსწავლეები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.