„პედაგოგმა მითხრა, ბავშვი სკოლაში არ მომეყვანა, რადგან მონიტორინგი ჰყავდა და ხელს შეუშლიდა გაკვეთილის წარმატებით წარმართვაში“ - სსსმ მოსწავლის მშობელი
04-04-2023

დღეს, როდესაც განათლებაზე, მით უმეტეს ინკლუზიურ განათლებაზე მუდმივად საუბრობენ, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში კვლავ გვხვდება სტატუსები, რომლებიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ მიმართულებით საზოგადოება ვერ განვითარდა.

მომხმარებელი, ემილი დიკინსონი სტატუსს აქვენებს, სადაც დეტალურად აღწერს, თუ რა პრობლემები შეექმნა მის შვილს, რომელსაც სსმ სტატუსი აქვს, სკოლაში, პედაგოგის მხრიდან. პოსტს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

მოგესალმებით,

მე არ ვარ პედაგოგი

ჩემი ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელიც უშუალოდ პედაგოგს ეხება, გიზიარებთ, რას მეტყვით?

შვილი მყავს, სსმ სტატუსის მქონე მოსწავლეა, (არ დავწერ კონკრეტულად მის დიაგნოზს), როცა სკოლაში წასვლის დრო მოვიდა (შარშან) ძალიან ვნერვიულობდი მის ადაპტაციას გარემოში, ბავშვებთან. გამოცდილებამ მაჩვენა რომ სულ ტყუილად. პრობლემა პედაგოგი გახდა, რომელიც არც კი დაინტერესებულა ჩემი შვილის არათუ მდგომარეობით, არამედ მისი შესაძლებლობებითაც. სკოლაში შესვლისას ბავშვი ფლობდა წერის, ასოების ცნობის, რიცხვების ცნობის უნარებს. კითხვა სპეციალურად არ ვასწავლე(მწარედ შევცდი). მასწავლებელს რომ ავუხსენი მისი მდგომარეობა ასე მითხრა: „მაგი შენ იცი“ - იგულისხმა, რომ შენ ასწავლე ყველაფერიო.

პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ადრეული განვითარების სპეციალისტი, ბავშვებთან დიდი ხანია ვმუშაობ, რაც ჩემმა შვილმა იცის, ჩვენი თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია(არ არის აგრესიული, და ძალიან თავმოყვარეა) მაგრამ ვთვლი რომ პედაგოგიკა სხვა სფეროა, რომელთანაც მე, როგორც მშობელს ხელი ვერ მიმიწვდა რიგი თავისებურებების გამო, რასაც მშობლობა მოიაზრებს. ვიფიქრე მასწავლებელი დამეხმარებოდა, რომ ჩემი შვილი მოტივირებული გახდებოდა, რომელსაც ძალიან უყვარს თავის გამოჩენა და ცოდნის დემონსტრირება.

ერთხელაც დამირეკა და მითხრა რომ ბავშვი სკოლაში არ მომეყვანა. მიზეზი: მონიტორინგი ჰყავდა და ხელს შეუშლიდა გაკვეთილის წარმატებულად წარმართვაში. ჩემს მდგომარეობას წარმოიდგენდით? ეგ არაფერი!!

მშობლებში აღვივებს აზრს, რომ „ასეთი“ ბავშვები სპეციალურ სკოლებში უნდა სწავლობდნენ!

სკოლის დაწყებისას სპეც მასწავლებელი რომელიც დანიშნული ყავდა და კვირაში ორჯერ მასთან იჯდა გაკვეთილებზე თავის საქმეს აკეთებდა. მასთან ერთად ყველა საჭირო დოკუმენტაცია გავაკეთე, რომელიც მასწავლებელს გადაეგზავნა ისგ-ს გასაკეთებლად. რეაგირება ნოლი! დღემდე არაფერი ადაპტირებული გაკვეთილის და ისგ-ს მაგვარი არაფერი მინახავს.

ჩართულია საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები, დირექცია, და ყველა ფეხზე დავაყენე....პრობლემა იცით რაშია? მასწავლებელი ჩემთან არ კომუნიცირებს! ....არ მოვწონვარ, თურმე ასეთი ამბები რატომ დავათიე, და წელიწადნახევარი რომ ვაცადე ბარემ, კიდევ მეცლია 2 წელი და არ შეწუხებულიყო!....და კიდევ, არ დაგიმალავთ: პირადი კონფლიქტი არ მქონია თუმცა მშობლების ჩათში გული მოვიოხე და ეს დასქრინული სავარაუდოდ აქვს, დღემდე სთხოვს მშობლებს ტელეფონის ნახვას და ამბების მიტანას (როგორი ამორალობაა) და ყველას ვეტყვი, რომ ის მასწავლებლის საპატიო წოდებას არ იმსახურებს!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203