12 საპროექტო იდეა პედაგოგებისთვის - რა თემებზე შეგვიძლია პროექტის დაგეგმვა? 
05-04-2023

პროექტი არის კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილი და დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში შესასრულებელი საქმიანობა.

პროექტის მიზანი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, თუმცა მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროექტი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას.

პროექტის მიზნის შერჩევის შემდეგ საჭიროა სახელწოდების მოფიქრება. სასურველია, სათაური იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს პროექტის შინაარსს.

რა თემებზე შეგვიძლია პროექტის დაგეგმვა და რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტზე მუშაობისას? - გთავაზობთ 12 იდეას:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა,
  • თანატოლთა შორის ძალადობის პრევენცია,
  • გარემოს დაცვა,
  • მოსწავლეთა მიერ ადამიანის უფლებების დაცვა,
  • შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში,
  • სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,
  • მოზარდებში კიბერბულინგის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები,
  • მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში,
  • წიგნიერების ხელშეწყობა მოსწავლეებში,
  • პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა უფროსკლასელებში,
  • ნაადრევი ქორწინების პრევენცია,
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების გაძლიერება სკოლაში.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, პროექტის დაგეგმვა შეგიძლიათ სხვა მიმართულებითაც. მთავარია, როგორც აღვნიშნეთ, პროექტის თემა შეესაბამებოდეს ესგ-ს და მიზანი იყოს მკაფიო. პროექტზე მუშაობის შემდეგ პრობლემა ნაწილობრივ ან სრულად უნდა მოგვარდეს.

ცნობისთვის, თუ პროექტს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმავთ, აუცილებელია გამოკითხვის ჩატარება როგორც პროექტის წინ, ასევე მისი დასრულების შემდეგ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203