სიტყვები, რომლის შემდეგაც მძიმის დაწერა აუცილებელია
02-05-2023

სასვენ ნიშნებს შორის მძიმე, ალბათ, ერთადერთია, რომლის გამოყენებისასაც მოსწავლეები, სტუდენტები, აბიტურიენტები და თავად მასწავლებლებიც კი ყველაზე მეტ შეცდომას უშვებენ.

ყველა „რომ“-ის წინ მძიმე არ იწერება და არც „მაგრამ“-ის შემდეგაა მძიმე საჭირო, თუმცა არსებობს სიტყვები, რომელთა შემდეგაც მძიმის დაწერა აუცილებელია.

მძიმე ყოველთვის იწერება შემდეგ სიტყვებთან და გამოთქმებთან:

„მაგალითად“, „ვფიქრობ“, „ჩემი აზრით“, „რასაკვირველია“, „რა თქმა უნდა“, „ერთი მხრივ“, „ამრიგად“, „ამგვარად“, „ასე რომ“, „ერთი სიტყვით“, „სხვათა შორის“, „დავუშვათ“ და ა.შ.

მიგებითი ნაწილაკებთან; „კი“, „ჰო“, „დიახ“, „არა“, „ვერა“

მიმართვასთან; „მეგობრებო“, „ბავშვებო“…

შორისდებულებთან: „ოჰ“, „ეჰ“, „უჰ“, „ვაჰ“, „ვაი“, „ფუ“, „ვიშ“, „ჰოი“, „უი“...

მძიმე ასევე იწერება დანართთან, განკერძოებულ განსაზღვრებასა და გარემოებასთან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203