დუშეთის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება „ერთი დღე ინტერნეტის გარეშე“ სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში გაიმართა, რომელშიც V-XI კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლებთან და სკოლის მანდატურებთან ერთად მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნაირა ბრაჭული ხელმძღვანელობდა.
„ინტერნეტის გარეშეც შეიძლება დრო სასიამოვნოდ სასარგებლოდ გავატაროთ. დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები