ეროვნულ სასწავლო გეგმაში დეტალურად არის გაწერილი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მოსწავლეები იმისთვის რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შემდგომ ოქროს ან ვერცხლის მედლი მოპოვება შეძლონ.
ოქროს მედლის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები:
მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
ვერცხლი მედლის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები:
მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
გაითვალისწინეთ - პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.