ვინ მიიღებს კომპიუტერს სამინისტროსგან და რას ნიშნავს წარჩინებული მოსწავლეობა
22-04-2023

10 წელზე მეტია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულების შემდგომ წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილდოვებს. 
 
პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური ანუ მე-7, მე-8 და მე-9 კლასები წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე.

მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203