„მნიშვნელოვანია, მოსწავლეების ცნობიერის ამაღლება“ - როგორ ემზადებიან სკოლები დედა ენის დღისთვის 
06-04-2023

1978 წლის 14 აპრილს, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ სტუდენტები ქუჩაში გავიდნენ. ცვლილების მიზანი ერთი იყო - ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება, თუმცა ეროვნულმა სულისკვეთებამ, სამშობლოს სიყვარულმა სტუდენტებს შეაძლებინა, შეენარჩუნებინათ მშობლიური ენა, 1990 წლის 14 აპრილიდან ქართველი ხალხი დედაენის დღეს აღნიშნავს.

ეს ისტორიული მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, აუცილებელია ახალმა თაობამ გაიაზროს მისი არსი და ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა როლი ითამაშა ჩვენმა წინაპრებმა, სახელმწიფო ენის შენარჩუნებაში და როგორ უნდა ვიბრძოლოთ მისი დაცვისთვის.

საგანმანათლებლო დაწესებულებები, მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებისთვის აქტიურად მუშაობენ და 14 აპრილის აღსანიშნავად, სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ.

ქართული ენისა და მისი ისტორიის სწავლა განსაკუთრებით არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ ქვეყნის შესახებ და შეძლონ რეალიზება.

etaloni.ge-მ სკოლის დირექტორებს მიმართა კითხვით, თუ რა ტრადიციები აქვთ და როგორ ემზადებიან დედაენის დღის აღსანიშნავად.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქესალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადინ ისმაილოვი:           

ჩვენ ამ დღეს ყოველ წელს აღვნიშნავთ, წელსაც ვაპირებთ გრანდიოზულად ღონისძიება მოვაწყოთ. ღონისძიებისთვის ქართული ენის მასწავლებლები ემზადებიან და მათი ორგანიზებით, სკოლაში საინტერესო სანახაობა მოეწყობა. იქნება შეჯიბრება, დაჯილდოება და სხვადსხვა საინტერესო აქტივობა... თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ ამ დღისთვის!

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი:

აუცილებლად ვაპირებთ ეს დღე საზეიმოდ აღვნიშნოთ! გვინდა მოსწავლეებმა გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედაენის დღე ქართველი ხალხისთვის და მათ სახელმწიფო ენისთვის ბრძოლის ისტორია გავაცნოთ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ლუსია ბოზოიანი:

ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენი მიზანია ამ მნიშვნელოვანი დღის არსი და მნიშვნელობა ყველა ბავშვმა გიაზროს.

კონკრეტული ღონისძიება ჯერჯერობით არ გვაქვს დაგეგმილი, თუმცა დარწმუნებული ვარ პედაგოგები მოსწავლეებთან შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილებს აუცილებლად ჩაატარებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიანი:

რა საკვირველია ამ დღისთვის ჩვენი სკოლაც ემზადება და როგორც ყოველთვის წელსაც გვექნება საინტერესო აქტივობები.

ვაპირებთ ინფორმაციული პოსტერები მოვამზადოთ და ღია გაკვეთილები ჩავატაროთ, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ 14 აპრილთან დაკავშირებით და გაიაზრონ თუ რა გზა განვლო ქართულმა ენამ თავისი იდენტობის შესანარჩუნებლად.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიანი:

ტრადიციულად, სკოლაში წელსაც აღინიშნება 14 აპრილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის და აუცილებელია მომავალი თაობა იცნობდეს ამ დღის მნიშვნელობას. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორი გიას ბადალოვი:

აუცილებლად აღვნიშნავთ დედა ენის დღეს. ჩვენს სკოლაში, მოსწავლეებსა და პედაგოგებს უკვე დაწყებული აქვთ წინასწარი სამზადისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს კარგად ესმოდეთ ამ დღის მნიშვნელობა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვოლოდია კიურეღიანი:

ვემზადებით 14 აპრილისთვის, პედაგოგები აუცილებლად ჩაატარებენ საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებას, რომლის მიზანიც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იქნება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, როდიონოვკას საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ საჰაკიანი:

რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, წელსაც დედა ენის დღე სკოლაში საინტერესოდ აღინიშნება.

ამჯერად, ღონისძიებას ჩვენი სკოლის უფროსი მასწავლებლები ჩაატარებენ, ასევე მოეწყობა ინფორმაციული ღია გაკვეთილები, მოსწავლეთა ინფორმირებისთვის.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის დირექტორი ამაიაკ მიქაელიანი:

14 აპრილს აუცილებლად აღვნიშნავთ საინტერესო ღონისძიებით, რომელსაც პედაგოგები ჩაატარებენ, მოსწავლეთა მონაწილეობით.

ჩვენთან ეს დღე ყოველთვის ღონისძიებით აღინიშნება, ტრადიციას არც წელს ვღალატობთ!

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ მაითესიანი:

ღონისძიებას აუცილებლად ვაპირებთ, რადგან ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ და დედა ენის დღის მნიშვნელობა გაავაზრებინოთ.  

დმანისის მუნიციპალიტეტის, ტნუსის საჯარო სკოლის დირექტორი შახვალათ ნაბიევი

რასაკვირველია 14 აპრილთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშვნის გარეშე არ უნდა დავტოვოთ!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203