კალის საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის პოეზიის საღამო ჩატარდა
26-04-2018
კალის საჯარო სკოლაში პოეზიის გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც ანა კალანდაძის შემოქმედებას მიეძღვნა.
  
ღონისძიებაში კალის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. 

პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნაილი ხვედელიძე იყო. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსები, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა თემატიკაზე.  

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერების შესრულებამ.
 
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას კიდევ გეგმავენ, რომელიც ქართველ პოეტთა შემოქმედებას მიეძღვნება. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203