რომელ საგანს რამდენი აბიტურიენტი აბარებს - NAEC ვადებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა თუმცა, აბიტურიენრტებმა ახლა ყურადღება სხვა საკითხებზე უნდა გაამახვილონ. აპლიკანტებს ისევ შეუძლიათ, საგნის ან საგამოცდო ენის შეცვლა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა წელს გამოცდებზე. თუმცა საგნების მიხედვით რეგისტრირებულთა სტატისტიკა ჯერჯერობით უცნობია. როგორც უწყება აცხადებს, „საგნების სტატისტიკა 13 აპრილის შემდეგ გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე“.
ამასთან, შეგახსენებეთ, რომ გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეგეძლებათ.
თუ გამოცდის დროს გესაჭიროებათ სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეთ შესაბამისი ველი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე.