„მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგანი დაემატება“ - დეტალებზე მინისტრი საუბრობს
06-04-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

გიორგი ამილახვარმა შეხვედრაზე, სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების გაძლიერების კუთხით პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომავალი 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი არჩევითი საგანი დაინერგება.

„აუცილებელია, მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დეზინფორმაცია, ინტერნეტის უსაფრთხოება, სიტყვის თავისუფლება, მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები და სხვა. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებში საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს მედიაწიგნიერება დაემატება, რაც მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, ფაქტების გადამოწმებისა და სხვა საჭირო უნარების განვითარებას“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203