„No Smoking - არა მოწევას!“ - ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეების აქციამ საინტერესოდ ჩაიარა
26-04-2018
ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური აქციები სხვადსხვა თემასთან დაკავშირებით გამართეს. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ფარგლებში, მე–10 კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს აქცია, რომლის სლოგანი იყო „No Smoking - არა მოწევას!“.  

მოსწავლეებმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მოუწოდეს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და გააცნეს სტატისტიკა: რამდენი მწეველი და არამწეველი იღუპება ერთი დღის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით.
 
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა აუტიზმის დარღვევის მქონე ადამიანებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძიეს და მოაწყვეს პრეზენტაციები სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის.  

მათ ასევე დაამზადეს პოსტერები ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად.  

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203