ქუთაისის N6 საჯარო სკოლის პედაგოგს მოსწავლის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში მშობელი ადანაშაულებს და ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს რომ ისტორიის პედაგოგი მოსწავლეს გაკვეთილის მსვლელობისას ფიზიკურად ეხება და შეურაცხყოფას აყენებს. აღნიშნულთან დაკავშრებით etaloni.ge სკოლის დირექტორს დიმიტრი ქარსელაძეს ესაუბრა. როგორც მან განაცხადა ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის მოკვლევა.
„ახლა ვესაუბრებით მოსწავლეს და მშობელს. მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებით რამის თქმა ამის შემდგომ შემეძლება", - გვეუბნება სკოლის დირექტორი. ამასთან ცნობილია რომ ინფორმაცია უკვე მიზოდებულია რესურსცენტრისთვისაც.
არსებული ინფორმაციით, შესწავლამდე მასწავლებელს გაკვეთილზე დასწრების უფლება არ მიეცემა.
აქვე შეგახსენებთ რომ მასწავლებლის მიერ მოსავლაზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევა რამდენიმე დღის წინ გორშიც დაფიქსირდა - მოსწავლის ცემის გამო პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს - დირექტორი etaloni.ge-ს დეტალებზე ესაუბრა