„მეგობრობის ხიდი“ საქართველოს, სომხეთსა და ლიტვას შორის _ ბოლნისის კულტურის სახლმა კულტურული მრავალფეროვნების საღამოს უმასპინძლა.
პროექტში სხვა სკოლებსა და სტუმრებთან ერთად თბილისის კერძო სკოლა „ივერიაც“ მონაწილეობდა.
აღნიშნული საღამო „სომხურ-ქართული საგანმანათლებლო ხიდის“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც სამდღიანი ერთობლივი ღონისძიებები გაიმართა. ასევე, მოეწყო ინტელექტუალური თამაში „გაიცანი ლიტვა“ და „სოციალური გარდერობიც“ გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობა სხვებთან ერთად „ივერიის“ 5-კაციანმა გუნდმაც მიიღო: ნინო შარმიაშვილმა, დიანა ხაბაზმა, გიორგი ქურდაძემ, ლუკა ხატიაშვილმა და დათო პატარკაციშვილმა. მათ ქვეყნის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს. ჟიურიში თავად ლიტვის საელჩოს წარმომადგენელი იმყოფებოდა.
აღნიშნულ კონკურსში კერძო სკოლა „ივერიის“ მოსწავლებმა ღირსეული მესამე ადგილი მოიპოვეს. მათ საჩუქარები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიება ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვას“ სამოქალაქო კლუბის „დავითიანი მომავლისთვის“ ორგანიზებით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები