სურამის N4 საჯარო სკოლაში პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილები ტარდება
26-04-2018
სურამის N4 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა იზა მეხრიშვილმა მერვე კლასში პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო „მწვანე არქიტექტურა“. მოსწავლებმა წარმოდგენილ სასწავლო რესურსბზე დაყრდნობით და მოკლე ვიდეო რგოლის გამოყენებით პრობლემა და მისი გადაჭრის გზები გამოკვეთეს.

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთლი ჩატარდა ასევე ინგლისურ ენაში. გაკვეთილს მარინე შირინიანცი ხელმძღვანელობდა. მასწავლებელმა ვიდეორგოლის საშუალებით მოსწავლეებს პრობლემა დაანახა, მოსწავლეებმა კი მისი გადაჭრის გზები მოძებნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს კრიტიკული  აზროვნების განვითარებაში ეხმარება.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203