ახალი ვალდებულება წამყვანებსა და მენტორებს - როგორ განისაზღვრა სტატუსის მიხედვით სპეცმასწავლებელთა მოვალეობები
08-04-2023
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში შესული ცვლილებით განისაზღვრა, დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლისათვის.
წამყვანი სპეციალური მასწავლებელის ვალდებულებები:
კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ინკლუზიური განათლების სფეროში;
ინკლუზიური განათლების შესახებ ცოდნის გაფართოება და პრაქტიკის გაუმჯობესება;
ინკლუზიური განათლების სფეროში კვლევების ჩატარება;
ეფექტური და პოზიტიური თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან და პროფესიონალებთან;
სსსმ მოსწავლეთა ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და ინკლუზიური კულტურის დამკვიდრება;
სსსმ მოსწავლეთა ტრანზიციის ხელშეწყობა და პროფესიული ორიენტაცია.