შემუშავდა სტანდარტი და თემატური მატრიცები - 570 მასწავლებელი გადაამზადეს
08-04-2023

ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაციისას, პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება მოხდა. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 1500 მოსწავლე და 500 მასწავლებელი გამოიკითხა, რათა შეფასებულიყო მათი საჭიროებები, კომპეტენციები და მზაობა მედიაწიგნიერების მიმართულებით.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მე-10 კლასის საფეხურისთვის შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, თემატური მატრიცები, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის. პროექტის ბოლო ეტაპზე, შემუშავებული ტრენინგ მოდულის მეშვეობით, მედიაწიგნიერების ტრენერებმა საქართველოს მასშტაბით 570 მასწავლებელი გადაამზადეს, რაც პედაგოგებს სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203