ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნებაში თავისუფალი გაკვეთილი ჩაუტარდათ
26-04-2018
ქვემო მახოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მასწავლებელმა დარეჯან ბასილაძემ საგანში - ჩვენი გარემო ბუნებაში თავისუფალი გაკვეთილი ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სოფლის პეიზაჟები დაათვალიერეს და ბუნების სილამაზე შეიგრძნეს. ბუნებაში გატარებულმა დრომ მოზარდების შემოქმედებით მხარეზე დადებითი გავლენა მოახდინა. მათ შთაბეჭდილებები ფურცლებზე გადაიტანეს. გთავაზობთ სკოლის აღსაზრდელების ნამუშევრებს.
გაზაფხული მოვიდა ოცნებები ასრულდა ყველა ბედნიერია მწუხარება დასრულდა
მარი ხინკილაძე ...შემობრძანდა აპრილი წითელ-ყვითელ კაბაში ყვავილებო გცალიათ? თქვენთან გვინდა თამაში.
ლიზი ნაკაშიძე
... გაზაფხული მოვიდა ახმაურდა ღელე "მახოელა"მდინარევ თავზე შემოგევლე
ჰენრი ქოქოლაძე ...ლოდზე ხავსი ამოსულა იხედება აქეთ-იქით მას მდინარე გვერს ჩაუვლის სიმღერით და ჩქაფაჩქუფით
გიგა კომახიძე
...მოდის ჩვენი მდინარე ჩუხჩუხით და ნელა გელოდები ზაფხულო როდის მოხვალ ნეტა?
მარი ნაკაშიძე
...მიყვარს გაზაფხული, იმიტომ რომ ყველაფერი ლამაზია, ჩემო მდინარე თვალიჩინივით გაგიფრთხილდები.
ანეტა გაბიტაძე
...რა ჩქარა მოედინება "მახოელა" , მოვალ მოგეფერები და შენ ცივ წყალს დავლევ
იმედა ბერიძე
„დღე შედეგინად დასრულდა, მოსწავლეებმა ბუნება აღიქვეს როგორც სიცოცხლის წყარო და მიხვდნენ, რომ ბუნების დაცვა და მოვლა აუცილებელია“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.