ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უცხო ენების სასკოლო ვიქტორინაში გაიმარჯვეს
26-04-2018
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა მონაწილეობა უცხო ენების სასკოლო ვიქტორინაში მიიღეს. კონკურსი პედაგოგ ნათია წილოსანის ინიციატივით ჩატარდა.
 
ვიქტორინის მიზანი ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება, თვითშეფასება, ურთიერთანამშრომლობა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება იყო.

სკოლის დირექციის ცნობით, მოცემული დავალებები მრავალფეროვანი იყო და მოსწავლეებმა  ენის ღრმა ცოდნა გამოვლინეს.

კონკურსის გამარჯვებული X ა კლასის მოსწავლეები გახდნენ. მათ ღირსეული პაექრობა  IX ა კლასმა გაუწია.

სკოლის დირექციამ გამარჯვებული მოსწავლეები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

ნათია წილოსანი სკოლის დირექციას, პედაგოგ ეკა სიხარულიძეს, ტექნიკური მხარდაჭერისთვის _ საინფორმაციოს მენეჯერ თამარ რუსიას და მშვიდობის კორპუსის მოხალისე იზაბელ ლემალიუას მადლობას უხდის.
 
იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203