შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დაწყებულია წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოპოვების მსურველთა საცდელი ტესტირება. ცენტრის განმარტებით, ტესტირებაში 2100-მდე მასწავლებელი მონაწილეობს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეირჩნენ აპლიკანტები აპრიობაციისთვის, NAEC-ში განგვიცხადეს, რომ „საცდელ ტესტირებებთან დაკავშრებით ინფორმაცია სკოლებს რესურსცენტრების დახმარებით დაეგზავნათ. რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და აპრობაციაც ეტაპობრივად მიმდინარეობს“.
ცნობისთვის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოპოვების მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა, როგორც ცენტრში აღნიშნავენ, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ საიტზე. თუმცა ცნობილია, რომ 2023 წელს გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 5 საათი.
როგორ მოვემზადოთ წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდისთვის? - იხილეთ ელექტრონული წიგნები და დოკუმენტები