როგორ აღნიშნეს სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლაში იაკობის იუბილე
სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლაში იაკობის იუბილე და საბავშვო წიგნის დღე აღინიშნა. ღონისძიების ორგანიზატორმა, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ნაზიბროლა ბოლქვაძემ ბავშვებს კიდევ ერთხელ გაახსენა დიდი იაკობის ღვაწლი და საქმიანობა.
პატარებმა წაიკითხეს იაკობის ნაწარმოებები და ლექსები.
ნახეს კადრი ფილმიდან "იავნანამ რა ჰქმნა?!".
ისაუბრეს საბავშვო წიგნების შესახებ.
დასასრულს სკოლის დირექტორმა ლიანა ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს და შეაქო ბავშვები.