ორლოვკის საჯარო სკოლაში შიდა შეფასების ჯგუფის გაკვეთილს სკოლის დირექცია დაესწრო
27-04-2018
ორლოვკის საჯარო სკოლაში შიდა შეფასების ჯგუფის გაკვეთილი ისტორიაში - „გეორგიევსკის ტრაქტატის დადებითი და უარყოფითი მხარეები“ ჩატარდა, რომელსაც შეფასების ჯგუფი და სკოლის დირექცია ესწრებოდა.
მათივე შეფასებით, მასწავლებელმა თემურ ბერიძემ მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილს თავი შესანიშნავად გაართვა.