მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული და წარმატებული მოსწავლე აღუზრდია, მათ შორისაა აღასიფ ალიევი და სამირ ჯაფაროვი.
მოსწავლეები, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2020-2021 სასწავლო წელი 12 ოქროს და 8 ვერცხლის მედალოსანმა მოსწავლემ დაამთავრა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგლმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხანალი გახრამანოვმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წარჩინებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცეს და მედლები და დიპლომები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. კურსდამთავრებული, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: