სტატუსებზე მასწავლებლების წანადადების წარდგენა 1 მაისამდე გაგრძელდება - ინსტრუქცია და დეტალები
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" შესაბამისად სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის წინადადებების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 31 მარტიდან - 30 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში –
eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში. როდესაც მასწავლებელი სრულად ატვირთავს და გამოაქვეყნებს, მისი საქმიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და რეფლექსიას, მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე.