ელექტრონული ჟურნალი გაითიშა - როდიდან შეეძლებათ მასწავლებლებს მუშაობა, განმარტებას emis აკეთებს
10-04-2023
განათლების მართვის საინფორმაციო სამსახური პედაგოგებს, ელექტრონული ჟურნალის გათიშვასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის. 

ელექტრონულ ჟურნალში შესვლისას პედაგოგებს შემდეგი განმარტება ხვდებათ - „მიმდინარეობს სისტემის განახლება. ვებ გვერდით სარგებლობა დროებით შეუძლებელია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“.

საინფორმაციო სამსახური იუწყება, ელექტრონული ჟურნალი დღეს, 10 აპრილის 17:00 საათიდან გაითიშება სისტემის განახლების მიზნით. ჟურნალში მუშაობის განახლება მასწავლებლებს ხვალ დილიდან შეეძლებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203