თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა მთავარი ბიბლიოთეკის N30 ფილიალს საჩუქრად წიგნები გადასცეს
27-04-2018
თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში ლალი  თეთრაძის ხელმძღვანელობით  წიგნის დღე მესამე კლასელებმაც  აღნიშნეს.

პედაგოგი მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები წააკითხა. პროექტის ფარგლებში  მესამე კლასელები მეტრომშენის დასახლებაში  მდებარე ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის N30 ფილიალს ესტუმრნენ, სადაც ბიბლიოთეკის  უფროსის, მზია აბრამიშვილის  მხარდაჭერით ღონისძიება  ჩაატარეს.
 
კერძოდ, ბავშვებმა  ლექსები და გამონათქვამები  წიგნებზე წაიკითხეს, იმღერეს და ბიბლიოთეკის მკითხველები გახდნენ.
  
დასასრულს, მასპინძლები, ბიბლიოთეკის უფროსი მზია აბრამიშვილი, ბიბლიოთეკარები - მარინა  ნადირაშვილი და მერი ჭიაბრიშვილი ნორჩ  მკითხველებს ლანჩით გაუმასპინძლდნენ, ხოლო კლასის ხელმძღვანელმა პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეები  სიმბოლურად სიგელებით დააჯილდოვა.
  
შთაბეჭდილებებით და  ემოციებით  დატვირთულმა პატარებმა ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს და გულთბილი დახვედრისთვის მადლობა  გადაუხადეს. მეორე დღეს კი შთაბეჭდილებები  ფურცლებზე  გადაიტანეს  და  პრეზენტაცია-გამოფენა მოაწყეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203